პროექტის შესახებ
საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და ტალინის უნივერსიტეტის
(ესტონეთი) კოორდინირებით. პროექტი ესტონურ გამოცდილებას ეყრდნობა და
საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას
ისახავს მიზნად თანამონაწილეობითი დიზაინის, მონაცემებზე-დაფუძნებული
გადაწყვეტილებების, თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვით.
ესტონური გამოცდილება
2014 წელს ესტონეთის მთავრობამ მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის სტრატეგია დაამტკიცა 2014-2020 წლებისთვის. ხუთი სტრატეგიული მიზნიდან ერთ-ერთს ციფრული განვითარება (Digital Turn) წარმოადგენდა – 1:1 ელექტრონული სწავლების დანერგვა განათლების ყველაზე საფეხურზე BYOD (მოიტანე საკუთარი მოწყობილობა) მიდგომის გამოყენებით.
ციფრული განვითარების ძირითად ფოკუსს სკოლა წარმოადგენდა, ვინაიდან ესტონელებს სჯერათ რომ რადიკალური ინოვაცია სკოლის კულტურის ცვლილებას საჭიროებს. სკოლის ლიდერების, მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების როლის ცვლილება ყველაზე ეფექტიანად სკოლის დონეზე შეიძლება განხორციელდეს, კოორდინირებული და თანამონაწილეობითი ძალისხმევის საშუალებით.
No comments:
Post a Comment